რეზონანსი
28.01.2024

 ბეილერის ფონდის საგამოფენო სივრცეში ბელგიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებია გამოფენილი. ექსპოზიცია „ფაუნდეიშენ ბეილერისა" და ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო. მომზადების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

„ჩვენ მადლიერნი ვართ ამ ფონდის სამუზეუმო სივრცის დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელების, ვინაიდან კულტურული ფასეულობები, რომლებიც ჩვენი სამუზეუმო სივრციდან იქ გაიგზავნა, იყო განსაკუთრებული ყურადღებისა და მზრუნველობის ქვეშ. ეს გამოფენა წარმატებულად ითვლება მათივე შეფასებით. რა თქმა უნდა, ეს იანგარიშება ინტერესის ხარისხით, რომელსაც დამთვალიერებელი და იქაური საზოგადოება გამოხატავს. იგივე წარმატება ხვდა ბეილერის ფონდამდე გამართულ ფიროსმანის გამოფენას, რომელიც დანიაში, კოპენჰაგენში გაიმართა. ფიროსმანის 15-მდე ნამუშევარი კრაკოვის მუზეუმში გაემგზავრება სხვა 700-მდე ექსპონატთან ერთად, იმისთვის რომ გამოფენა სახელწოდებით „ოქროს საწმისი. საქართველოს ისტორია" იყოს უფრო წარმატებული, ვიდრე 2023 წლის გამოფენები ყოფილა", - განაცხადა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×