რეზონანსი
28.01.2024

 მინდა, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ბიბლიოთეკამ შეიძინოს ახალი სუნთქვა და მივიღოთ საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბიბლიოთეკა, რომლითაც ჩვენი ერი იამაყებს, - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი ოჯახის წევრი გახდა. კონსტანტინე გამსახურდიამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. წიგნების დაკომპლექტება, მკითხველთა კომფორტის გაზრდა, სამეცნიერო კვლევების გაფართოება, საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული წიგნის ხელმისაწვდომობა - ასეთია ახალი დირექტორის ხედვა.

„თუ არ იქნა უახლესი ლიტერატურა, ძალიან ბევრი დოქტორანტი და პროფესორი აქ ვერ იმუშავებს და უნდა გამოვიწეროთ უახლესი გამოკვლევები. უნდა გაიხსნას ახალი დიდი დარბაზი. მშენებლობები, რესტავრაცია მიდის. ეს ყველაფერი ძალიან კარგია და ხელი უნდა შეეწყოს ამას და ეს პროცესი უნდა გაღრმავდეს. ყველაფერი მორგებული უნდა იყოს მკითხველის კომფორტზე", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირებს ახალი დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია 20 იანვარს წარუდგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×