რეზონანსი
29.01.2024

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე პარლამენტში ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე შეხვედრაზე „ლელოს“ ბოიკოტს გამოეხმაურა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „ლელომ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამ განცხადებით, რომ მათთვის პროცესი არ არის საინტერესო.

„საკითხების განხილვა მიმდინარეობს ძალიან კონსტრუქციულ ვითარებაში. ძირითადად მოხდა ყველა საკითხის მიმოხილვა, რაც 9 პუნქტთან არის დაკავშირებული. შეხვედრაზე მაქსიმალური აქცენტი კეთდება იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის კომპეტენციაშია და რაზეც პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. 

„ლელომ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამ განცხადებით, რომ მათთვის პროცესი არ არის საინტერესო. 12-პუნქტიანი გეგმის მსვლელობაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ და ფაქტობრივად საბოტაჟს ეწეოდნენ მთელი წლინახევრის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. ფაქტობრივად სახე ჩამოსტიროდათ, როდესაც ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ახლაც ამ პოლიტიკას აგრძელებენ“, - აღნიშნა მიქანაძემ.

ევროკომისიის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×