რეზონანსი
29.01.2024

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შეგვახსენებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითადი პრინციპების ერთობლივად დაცვის კრიტიკულ მნიშვნელობას. ეს არის ჩვენი საუკეთესო გზა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ უნდა მოვერიდოთ იმ სამყაროში დაბრუნებას, სადაც ძლიერ ქვეყნებს მეზობელი ქვეყნების საზღვრების ცალმხრივად შეცვლა შეეძლოთ. ამ პრინციპების დასაცავად, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ არსებითი სანქციები დააწესა, რამაც საგრძნობლად დაასუსტა რუსეთის ომის მანქანა. მაგრამ სანქციების მიუხედავად, რუსეთი ისევ იქაა და ომი გრძელდება. და თუ შემიძლია ვთქვა, ბრძოლის ინტენსივობა მატულობს და გვირაბის ბოლოს სინათლეს ვერ ვხედავთ. იმისათვის, რომ ეს სანქციები ეფექტიანი იყოს, ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა პარტნიორებთან. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვაჭრობის პროცესს, ვაჭრობას შუა აზიის ქვეყნებთან, მათთან და რუსეთთან. ჩვენ ვცდილობთ გავაანალიზოთ, რომელი მექანიზმები განაპირობებს სანქციების გვერდის ავლას. ამ მხრივ თანამშრომლობა უნდა გავაძლიეროთ. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მჭიდრო პარტნიორობა გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად - და უფრო მჭიდრო პარტნიორობა Global Gateway-ის მთავარი მიზანია", - განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის ორგანიზებით, ბრიუსელში მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმი გაიხსნა, რომელიც ევროპა-ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნება და ტრანს-კასპიური სატრანსპორტო მარშრუტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში საჭირო ინვესტიციების მობილიზების ხელშეწყობას და ევროპა-აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარებაზე დისკუსიების გააქტიურებისკენაა მიმართული. ფორუმზე საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე წარმოადგენს]

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×