რეზონანსი
31.01.2024

ოპონენტებისთვის სასიკეთო არაფერი ხდება; თუნდაც ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება კოლექტიური „ნაცებისთვის“ სასიკეთო არაა, არც ის - ირაკლი ღარიბაშვილი რომ პარტიის თავმჯდომარე ხდება და ირაკლი კობახიძე პრემიერი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ირაკლი ღარიბაშვილი არსად მიდის, იბარებს პარტიას და ერთიანი ძალისხმევით შევუდგებით 2024 წლის საარჩევნო კამპანიას. ირაკლი კობახიძეს მინდა წარმატება ვუსურვო, მას ძალიან დიდი როლი აქვს პარტიის სტრუქტურულ ჩამოყალიბებაში და გაძლიერებაში. ყოველთვის ხდება ცვლილებები, შეიძლება დღეს ერთ პოზიციაზე იყო და ხვალ მეორეზე, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის უნდა ემსახურო ხალხს, ქვეყანას და ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×