რეზონანსი
31.01.2024

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა „ქრონიკაში“ საკადრო ცვლილებების შემდგომ ხელისუფლების ამოცანებზე და დაგეგმილ პოლიტიკურ აქტივობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლებას არჩევნებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები თითქოს ახლოს არის, ვატყობთ, რომ პოლიტიკური ჯგუფები ფაქტობრივად საარჩევნო პროცესში გადავიდნენ. ხელისუფლებისთვის არჩევნები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს. პირველ რიგში დღის წესრიგშია 9 პუნქტის განხორციელება, როგორც პარლამენტისთვის, ასევე მთავრობისთვისაც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რეკომენდაციები მაქსიმალურად შესრულდეს. საკმაოდ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარდა ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრა 9 პუნქტთან დაკავშირებით. ამ პირველი შეხვედრის შედეგად, მათი მხრიდან აქტიურობის მოლოდინი გაჩნდა განსხვავებით 12 პუნქტის შესრულების ნაწილისგან, სადაც ფაქტობრივად ოპოზიცია ჩართული არ იყო. ასე რომ საინტერესო პროცესები გველის ხელისუფლებას წინ“, - აღნიშნა კახიანმა.

ევროკომისიის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა 29 იანვარს გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. „ლელომ“ ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×