რეზონანსი
31.01.2024

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას ასეთი ფორმით არასდროს უმუშავია. ეს იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მხრიდან ავარიული შენობის ახლით ჩანაცვლებას, მოცულობის გარკვეული ოდენობით ზრდას, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკის ეთერში“ განაცხადა.

„პროგრამა წარმატებულად ხორციელდება, ოთხი პროექტი უკვე სამშენებლო ეტაპზეა. ჯამურად 120 ოჯახი დაკმაყოფილდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი საკუთრებას ფლობდნენ მწვავედ ავარიულ შენობაში და მათ მუნიციპალიტეტი სრულიად ახალ საცხოვრებელ ფართებს გარემონტებულ მდგომარეობაში ჩააბარებს. ოთხივე პროექტის ჯამური, სატენდერო ღირებულება არის 30 მლნ ლარი, რომელიც ბიუჯეტს უჯდება 6 მილიონ 700 ათასი ლარი. ამ პროგრამის ხიბლი ზუსტად მდგომარეობს იმაში, რომ მუნიციპალიტეტი ორკომპონენტიან ანაზღაურებას ახდენს, ვაკეთებ 30 მილიონის საქმეს და ბიუჯეტში გვიჯდება მხოლოდ 6 მილიონ 700 ათასი ლარის ანაზღაურება, ამას გარდა ვახორციელებთ 22 საპროექტო სამუშაოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობასთან უკვე შეთანხმებულები ვართ და ამ პროექტის ფარგლებში, მომდევნო წლების განმავლობაში, 900 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება “, - აღნიშნა ხმალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×