რეზონანსი
02.02.2024

მათ თავიდანვე ჰქონდათ არჩეული ასეთი პოზიცია, რომ წარმოეჩინათ და მაქსიმალურად დაეზიანებინათ ხელისუფლების რეპუტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ექსკლუზიურად წარიმართებოდა პროცესი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა ISFED-ისა და IDFI-ის პოზიციას, რომ „ქართულ ოცნებას" არ აქვს მზაობა ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს, რაც დიდი პრობლემაა.

„ეს იყო ერთ-ერთი კომპონენტი მავნებლური პოლიტიკისა, რომლის შედეგად შთაბეჭდილება უნდა შექმნილიყო, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც წინა ჯერზე ხელი მოეცარათ და მიუხედავად, მათი შეგონებებისა, რომ საქართველო არ იმსახურებს სტატუსს, ქვეყანამ მოიპოვა ეს სტატუსი, ასე იქნება ყოველ მომდევნო ეტაპზე", - აღნიშნა სარჯველაძემ.

ევროკავშირის ცხრა პუნქტის შესრულების მიზნით პარლამენტში სამუშაო პროცესის ფორმატს მესამე სექტორის ნაწილი აკრიტიკებს. ISFED-ის და IDFI-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ გარეშე დაგეგმილი შეხვედრები დასტურია, რომ სახელისუფლებო გუნდი პროცესს არაინკლუზიურად მართავს.

ბრალდება მიუღებელია „ქართული ოცნებისთვის" - უმრავლესობა მესამე სექტორის ამ ნაწილს წარსულ საქმიანობას და ევროინტეგრაციის გზაზე მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ახსნებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×