რეზონანსი
05.02.2024

როგორც კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციონერ თამარ ჩარკვიანის მისამართით განაცხადა, როდესაც 60 წლის ქალი ისე, რომ შენთვის ნებართვა არავის მოუცია, დილით, შუადღეს, საღამოს ეფერები უნებართვოდ მიშა სააკაშვილს ღია ეთერში

მან მადლობა გადაუხადა უმრავლესობის დეპუტატ, რიმა ბერაძეს შექებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ მისი ნათქვამი ოპოზიციონერ თამარ ჩარკვიანს არ ესიამოვნა.

„ქალბატონ რიმას (ბერაძე) მადლობას ვეუბნები მადლობის თქმისთვის, მაგრამ ილიას მუზეუმი აღადგინა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ჩვენ მხოლოდ გარკვეული ფუნქცია გვქონდა. მადლობა, რომ ამას აღნიშნავთ, თუმცა ეს ქალბატონ თამარ ჩარკვიანს, რომელიც დარბაზიდან არის გაგდებული, არ მოეწონა და გამიკვირდა. როდესაც 60 წლის ქალი ისე, რომ შენთვის ნებართვა არავის მოუცია, დილით, შუადღეს, საღამოს ეფერები უნებართვოდ მიშა სააკაშვილს ღია ეთერში, თქვენ [რიმა ბერიძემ] რომ მე ცოტა კომპლიმენტი მითხრათ, ამაში რა არის ცუდი ამის ფონზე, არ ვიცი, მაგრამ მადლობა, რომ ეს აღნიშნეთ", - განაცხადა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×