რეზონანსი
05.02.2024

როგორც კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, როგორც ჩანს, ოპოზიცია კიდევ უფრო სუსტდება, არ ვიცი, ასეთი ოპოზიცია როგორ ემზადება არჩევნებისთვის და რისი იმედი აქვს

მისი თქმით, მისი მოხსენების საპასუხოდ კითხვები აბსოლუტურად აცდენილი იყო ფაქტებს.

„ეს არ იყო მძიმე სხდომა, როგორსაც მიჩვეული ვიყავით წარსულში. როგორც ჩანს, ოპოზიცია კიდევ უფრო სუსტდება, ამომრჩევლისდა სამწუხაროდ. ჩემი მოხსენების საპასუხოდ, კითხვები იყო აბსოლუტურად ფაქტებს აცდენილი. მე ვსაუბრობდი ფაქტებით. ოპოზიციაში, როგორც ჩანს, უმრავლესობა, ყველას არ ეხება, არიან ადამიანები, ვისაც არ აინტერესებს არც დიდი სპორტული ასპარეზობები, რომლებიც წელს გაიმართება საქართველოში, არც ლევილის რეაბილიტაცია, არც ათეულობით ძეგლის რეაბილიტაცია აინტერესებთ. მათ აინტერესებთ კვლავ და კვლავ სპეკულაციები, ინტრიგა. მინდა, ვთქვა, კითხვების დასმისასაც სისუსტე იყო მკვეთრად გამოხატული. შესაბამისად, არ ვიცი, ასეთი ოპოზიცია როგორ ემზადება არჩევნებისთვის და რისი იმედი აქვს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×