რეზონანსი
05.02.2024

გულწრფელი რომ ვიყო, ვფიქრობ, ზოგიერთ ასპექტში საქართველო ბევრად წინაა, ვიდრე ევროკავშირის სხვა კანდიდატი ევროპული ქვეყნები. ეს უნდა აღვნიშნო და მივულოცო საქართველოს, - ამის შესახებ ალბანეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლავდრიმ კრასიმ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყანა, სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს ევროკავშირს.

„ჩვენ დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყანა, რომლებიც ერთობლივად ვპოზიციონირებთ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს ევროკავშირს. ეს სიკეთის მომტანი იქნება არა მხოლოდ თქვენი ხალხისთვის, არამედ, რაც მთავარია, კარგი იქნება ევროკავშირისთვის, როგორც ერთობისთვის", - აღნიშნა ლავდრიმ კრასიმ.

პარლამენტში ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენცია პირველად გაიმართა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×