რეზონანსი
05.02.2024

ძალიან ბევრი წარმატების მიუხედავად ჩვენ ყოველთვის გვაქვს საკუთარ თავთან ყველაზე დიდი პრეტენზია და ვართ ყველაზე დიდი თვითკრიტიკოსები, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, სამთავრობო პროგრამა საჭიროებებიდან გამომდინარე ცვალებადია.

"რაც შეეხება იმას თუ რას ვაპირებთ ამაზე მემგონი ვრცლად ვისაუბრე. თუ დამატებითი კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, სიამოვნებით გიპასუხებთ. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ არასოდეს ვეძლევით თვითკმაყოფილებას და ყოველ დღე ვცდილობთ, რომ გაკვეთილი გამოვიტანოთ თითოეული ჩვენი მოქმედებიდან. რა თქმა უნდა ეს პროგრამაც ცვალებადია გამომდინარე იმ საჭიროებებიდან რაც ამ პროცესებში წარმოიშვება", - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×