რეზონანსი
05.02.2024

როგორც „რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ გაბედავს „ქართლ ოცნებასთან" ერთად ხელისუფლებაში ყოფნას, იმიტომ, რომ ის ძალიან­ მწარედ დაისჯება

დავით ბერძენიშვილის თქმით, ყველა ის პარტია, რომელიც არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში შევა, გაკოტრდება.

„99.9%-ით ასე იქნება. ოპოზიციური პარტიები ერთმანეთში შეეცდებიან კოალიციის ჩამოყალიბებას და არა „ქართულ ოცნებასთან" ერთად. ამის ალბათობა არის განუზომლად მაღალი, ვიდრე საპირისპირო შემთხვევისა. თუ ოპოზიციური ამომრჩეველი ხმას აძლევს გაერთმთლიანებულ, სამი ფლანგით მიმავალ ოპოზიციას და არ დაიკარგება ოპოზიციური ხმები, ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ გაბედავს „ქართლ ოცნებასთან" ერთად ხელისუფლებაში ყოფნას, იმიტომ, რომ ის ძალიან მწარედ დაისჯება. მომდევნო წელს თვითმმართველობის არჩევნებია და საერთოდ გაკოტრდებიან ასეთი პარტიები. მე არ ვარ ასეთი დაბალი აზრის და ასეთი საზიზღარი არ მგონია არცერთი კონკურენტუნარიანი პოლიტიკური პარტია გახარიას პარტიიდან დაწყებული „ნაციონალური მოძრაობით" დამთავრებული. შუაში კიდევ შუაშისტების დიდი გაერთიანება", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილი გადაცემა „360 გრადუსში" პარტია „საქართველოსთვის" ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მათთვის წითელი ხაზია.

ბერძენიშვილის თქმით, გახარიას პარტია წინასაარჩევნოდ „ოპოზიციურ მინდორზე" ხმების მოპოვებას ცდილობს და სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობა მათთვის ყვითელი ხაზია".

„მოდი ფაქტებით ვილაპარაკოთ, გახარიას პარტიის ესა თუ ის წევრიც ამ ფაქტებს ვერ უარყოფს, ფაქტი ჯიუტია. გახარიას პარტიის წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარეები რომ გახდნენ რამდენიმე ადგილას, ვისი ხმებით აგხდნენ, „ნაციონალების" თუ „ქართული ოცნების"? მათ ითანამშრომლეს „ნაციონალურ მოძრაობასთან". ამიტომ რა არის წითელი ხაზი, ეს ძალიან მარტივად მოწმდება. „ნაციონალური მოძრაობა" ყვითელი ხაზია მათთვის. საარჩევნო კამპანიის დროს ცდილობენ ხმები მოიპოვონ ოპოზიციურ მინდორზე. ამბობენ, რომ ყველზე უფრო მკვეთრი მაკრიტიკებლები არიან „ნაციონალური მოძრაობის", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×