რეზონანსი
05.02.2024

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, გახარიას მიზანი იყო პატრონების დავალებების შესრულება და „ქართული ოცნების" დაზიანება

მისი თქმით, გახარია ავრცელებდა ჭორებს, თითქოს ის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ერთიანი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო.

„გახარიას მიზანი იყო პატრონების დავალებების შესრულება და „ქართული ოცნების" დაზიანება. შეგნებულად თუ შეუგნებლად მან ეს აღიარა პირდაპირ ეთერში, როდესაც თქვა, რომ მისი მიზანია „ქართული ოცნებისთვის" ხმების წართმევა. სწორედ ამიტომ ავრცელებდა ის ჭორებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ერთიანი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო. ეს იყო სიცრუე და ტყუილი. კარგად ჩანს ეს მის ქმედებებში. მისი პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციის შექმნის ჩათვლით, ყველა ნაბიჯი არის მოღალატეობრივი", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×