რეზონანსი
06.02.2024

ტურისტული კომპანია “კავკასუს თრეველის” დამფუძნებელი საბა კიკნაძე გარდაიცვალა.

„გამიმართლა, რომ მასთან ურთიერთობის ბედნიერება მერგო წილად და მქონდა შესაძლებლობა ყველაზე საჭირო რჩევები მიმეღო და უამრავი რამე მესწავლა მისგან.

უაღრესად ნიჭიერი, საოცრად ნათელი გონების მქონე, უდიდესი პროფესიონალი... ძალიან დაგვაკლდები“ - წერს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანაშვილი.

საბა კიკნაძე 1960 წელს სამტრედიაში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა საქართველოს ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, რის შემდეგაც "ქალაქპროექტში" არქიტექტორად დაიწყო მუშაობა. შემდეგ კი ძალები ბიზნესში მოსინჯა და 1987 წელს არქიტექტურისა და დიზაინის კომპანია დააარსა.

1989 წლიდან მუშაობა ტურიზმის სფეროში გააგრძელა. 1991 წელს დააფუძნა ტურისტული კომპანია "კავკაზუს თრეველი".

2004 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.

2008 წელს კი ჩამოაყალიბა ჰოლდინგური ტიპის კომპანია, რომელშიც შევიდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის შპს "კავკაზუს თრეველი".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×