რეზონანსი
06.02.2024

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. „დაიჯესტის“ ინფორმაციით, ავტომობილი მდინარე წყალწითელას ხიდიდან გადავარდა. გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია, იგი გიორგი სოფრომაძეა. მომხდარს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ეხმაურება და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდის ოჯახს, მანამდე, კიდევ ერთი შვილი ჰყავს გარდაცვლილი.

„ეს რა საშინელება მოხდა, გაუგონარი ტრაგედია. არა, ეს ადამიანურ ძალებს, ყველანაირად აღემატება. 

ჩემო ბავშვობის მეგობარო, ეს რა უბედურება დატრიალდა შენს თავს, ერთი შვილი არ გაკმარა ამ უბედურმა წუთისოფელმა, ახლა მეორეც.

თანაგრძნობის გამოხატვის შესაძლებლობას რომ არ გაძლევს, რომ გამუნჯებს და გაყრუებს ისეთი რამეა“, - წერს ოჯახის ახლობელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×