რეზონანსი
06.02.2024

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ სავარაუდო ტერორისტული აქტების აღკვეთას გამოეხმაურა.

„როგორც ირკვევა, უნდა ყოფილიყო განხორციელებული თავდასხმები რუსეთის ფედერაციაში, შემდეგ ეს უნდა დაჰბრალებოდა საქართველოს და ლოგიკურად ეს ყველაფერი ხელ-ფეხს გაუხსნიდა ოკუპანტ სახელმწიფოს ახალი სამხედრო ესკალაციისთვის და ჩვენს ქვეყანას აქცევდა სამხედრო მოქმედებების სამიზნედ. შემაშფოთებელია და ძალიან ბევრ ძახილის ნიშანს აჩენს ის ფაქტი, რომ უკრაინის მმართველი პარტიის წარმომადგენელი ფიგურირებს ამაში. ჯერ იყო და უკრაინიდან მოხდა სააკაშვილის შემოგზავნა, იცით რა მიზნით, ახლა უკვე ასაფეთქებელი მოწყობილობები შემოაგზავნეს. ვფიქრობთ, საკაოდ კარგად დაგეგმილ და პროფესიონალების ჩართვით განხორციელებულ მოქმედებებთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა „ქრონიკასთან“ ბერაიამ.

ასაფეთქებელი ნივთიერებების საქართველოს გავლით რუსეთში გადატანის მცდელობა და ტერორისტულ აქტებში საქართველოს გამოყენება - სქემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა და სახიფათო სცენარი აღკვეთა. საპარლამენტო უმრავლესობა უკრაინის მთავრობისგან განმარტებებს ელოდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×