რეზონანსი
06.02.2024

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, საჯარო სკოლას სახურავი გადახადა.

სასწავლო პროცესი საჯარო სკოლაში შეწყვეტილია. ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია.

ძლიერმა ქარმა რეგიონში პრობლემები ასევე შექმნა მარტვილში, სადაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავია დაზიანებულია.

ასევე, პრობლემებია შექმნილი წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, სადაც საცხოვრებელი სახლების სახურავების ნაწილი დაზიანებულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×