რეზონანსი
06.02.2024

უხვმა ნალექმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. თოვლსა და წვიმას თან დაერთო ძლიერი ქარიც, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტროსადენები, ქალაქის ტერიტორიაზე დაფიქსირდა წყალმოვარდნები, მოტყდა ხეები, დაზიანდა კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები, - ამის შესახენ ნათქვამია ჭიათურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დილიდან უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები და სპეცტექნიკა. იმ ადგილებზე, სადაც რთული ვითარებაა, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა. ქალაქის მერი არსებულ ვითარებებს გაეცნო და შესაბამის სამსახურებს დაავალა, რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს პრობლემების აღმოფხვრა. გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია სამაშველო სამსახური და „ჯორჯიან მანგანეზის" სპეც ტექნიკა. მობილიზებულია „ენერგო პროჯორჯიას"სპეციალური ბრიგადები. მუნიციპალიტეტის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×