რეზონანსი
06.02.2024

საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურისთვის მოზიდულია უპრეცედენტო ოდენობის - 300 მლნ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი,-ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„ინტენსიურად ვითარდება საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურა. სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი ფართობი 45000-იდან 163 000 ჰექტრამდე გაიზარდა; მოზიდულია უპრეცედენტო ოდენობის - 300 მლნ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი 4 მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან და მიმდინარე წლიდან, იწყება სისტემების მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს 50 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე სამელიორაციო მომსახურების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წელსვე, ჩვენ გვექნება მზად წინასწარი ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება კახეთში, მდ. ილტოზე წყალსაცავის მოწყობასთან დაკავშირებით. აღნიშნული წყალსაცავი შესაძლებლობას მოგვცემს, კახეთის რეგიონში, 40 ათას ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე გაუმჯობესდეს წყალუზრუნველყოფა, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ 50 ათასზე მეტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე იქონიებს გავლენას", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×