რეზონანსი
09.02.2024

პარლამენტი მეორე მსმენით "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებათა პაკეტს დღეს განიხილავს. ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრების არჩევას ეხება.

ცესკოს თავმჯდომარის და ორი წევრის შესარჩევად პროცესი სამი ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე საჭირო იქნება 90 ხმა. იმ შემთხვევაში თუ კვორუმი ვერ შედგა, შესარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა 76 გახდება და თუ ესეც ვერ მოგროვდა, საკითხი პრეზიდენტს გადაეგზავნება.

გარდა ამისა, ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც პარტიულ წევრთაგან ინიშნება.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით გასული წლის სექტემბერში მიიღო, რის შემდეგაც დასკვნისთვის ის ვენეციის კომისიას გაუგზავნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×