რეზონანსი
09.02.2024

„თვითონ ტოვებს თანამდებობას დეკემბერში და ალბათ საკუთარი თავს გულისხმობს" - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვის გამო დასმულ კითხვას - ეხებოდა თუ არა პრეზიდენტის მიერ მოყვანილი ნიკო ნიკოლაძის ციტატა, ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას?

"ჩინოვნიკები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის მანძილზე შეუცვლელად სხედან ერთსა და იმავე თანამდებობაზე, ყოველი ახალი გუბერნატორის დანიშვაზე აცხადებენ, რომ ის "ერთადერთია", "ასეთი ჯერ არ ყოფილა","არწივია", "ადამიანი კი არა, ანგელოზია" და ა.შ. და როგორც კი ამ არწივს სხვა თანამდებობაზე გადაიყვანენ და გამოჩნდება განსხვავებული ხასიათის მისი შემცვლელი, ჩინოვნიკები ამ უკანასკნელზე აცხადებენ "ერთადერთი", "არწივი", და ა.შ.  ჩუმად მიანიშნებენ იმაზე, რომ "ადრინდელი" შორს იყო ასეთი სრულყოფისაგან...

16 თებერვალი..... 1890!!! 

ნიკო ნიკოლაძე  (თხზულებანი, ტომი X), - დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×