რეზონანსი
09.02.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ მოსაზრებას აქვეყნებს და პირდაპირ აცხადებს, რომ შეკითხვები ჩნდება მათი პოლიტიკური კავშირების თაობაზე:

„პირველი საკითხი ისაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თითქმის მთლიანად უცხოეთიდან ფინანსდებიან და არა ქართველი მეცენატების ან ინტერესთა ჯგუფების მიერ. მეორე პრობლემა კი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მცდელობებია, რაც შეკითხვებს ბადებს მათი პოლიტიკური კავშირების თაობაზე. მოდით, გავერკვეთ ამ პრობლემებში და მათი გადაწყვეტის გზებში.

აშკარაა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საკმაოდ მდიდარია. ისინი უფრო მდიდრები იქნებოდნენ, ვიდრე უმეტესი პოლიტიკური პარტია, ასეთად რომ დარეგისტრირებულიყვნენ. უმდიდრესი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო მეტ ფულს განაგებს, ვიდრე ყველა პოლიტიკური პარტია, ერთად აღებული, არასაარჩევნო პერიოდში. თანაც, მთელი ეს ფული უცხოური წყაროებიდან მომდინარეობს. იბადება შეკითხვა, რატომ? საქართველოში ხალხიც და ბიზნესიც ფულს წირავს პოლიტიკურ პარტიებს, ოპოზიციური პარტიების ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური შურისგების საშიშროება არ დგას. მეტიც, საკმაოდ დიდი ფული იხარჯება ქველმოქმედებაზე, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობაც და ბიზნესიც საკმაოდ ხელგაშლილია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გასაკვირია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვერაფრით მოახერხეს ხალხისა და ბიზნესის დარწმუნება, რომ მათგან დაფინანსება მიიღონ და ამიტომაც, თითქმის მთლიანად უცხოეთზე არიან დამოკიდებულნი“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×