რეზონანსი
09.02.2024

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დარწმულებულია, რომ ირაკლი კობახიძე წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება. მისი თქმით, ერთიანი ძალისხმევით პრობლემების გადალახვა შესაძლებელია.

„ირაკლი ძალიან კომპეტენტური ადამიანია, ძალიან ძლიერი პოლიტიკოსია, გულწრფელად მინდა მას პრემიერ-მინისტრობის რანგში მთავრობასთან ერთად წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება, მან ისაუბრა გამოწვევებზე, სირთულეებზე, რომელიც დასაძლევი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. 

ცხადია, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომელსაც მოგვარება სჭირდება იმ შემართებით, იმ სულისკვეთებით, რომელიც გააჩნია ირაკლი კობახიძეს. დარწმუნებული ვარ, ყველანი, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ პრობლემების გადალახვას. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×