რეზონანსი
09.02.2024

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 838.1 ათასი შეადგინა, რომელთაგან 71.1 პროცენტი ქალია, ხოლო 28.9 პროცენტი - კაცი. აქედან, პენსიის მიმღებთა 30.3 პროცენტი თბილისშია, 15.8 პროცენტი - იმერეთში, 10.5 - პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10.0 პროცენტი - ქვემო ქართლში, 8.7 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8 პროცენტია.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 181.9 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.9 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 67.1 პროცენტი - კაცი.

სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.7 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 13.1 პროცენტს - ომის მონაწილეები, 11.7 პროცენტს - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 პროცენტს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.1 პროცენტს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.2 პროცენტი თბილისშია, 16.2 პროცენტი იმერეთში, 11.8 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.5 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.2 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, გასულ წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 377.0 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 122.9 ათასი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია - 72.8 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 31.9 ათასი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×