რეზონანსი
13.02.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის იანვრის თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 4.7 ათასი ტონა, რაც 4.9 ათასი ტონით, ანუ 51%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,6 ათასი ტონა) შედარებით. 

მ/წლის იანვარში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 2,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 51,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 2,2 ათასი ტონა (46,8%); აზერბაიჯანი - 0,1 ათასი ტონა (2,1%); 

2024 წლის იანვრის თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 5,61 ათასი ტონა, რაც 1,58 ათასი ტონით. ანუ 39,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,03  ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის იანვარში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,8%  (5,60 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×