რეზონანსი
13.02.2024

Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთმა ბეირუთს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ჰეზბოლას ისრაელთან შეტაკებების დასრულებას და ამისთვის მედიაციას სთავაზობდნენ. დოკუმენტის მიხედვით, საფრანგეთი ჰეზბოლას სთავაზობს მათმა ელიტურმა დანაყოფმა სამხრეთ ლიბანში, ისრაელის საზღვრიდან 10 კილომეტრით უკან დაიხიოს. 

საფრანგეთის გეგმა გულისხმობს, რომ საბოლოოს ჰეზბოლასა და ისრაელს შორის სასაზღვრო შეტაკებები და საჰაერო თავდასხმები შეწყდეს.

გავრცელებული ინფორმაციით დოკუმენტი წინა კვირას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფან სეჟურნეს ლიბანში ვიზიტისას ლიბანის მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, მათ შორის პრემიერმინისტრს, გადაეცათ. 

ჰეზბოლა ოფიციალურად მოლაპარაკებებზე და დეესკალაციაზე უარს ამბობს, სანამ ღაზაში ომი არ დასრულდება. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×