რეზონანსი
13.02.2024

უმრავლესობის წევრი, „ხალხის ძალის" ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი „იმედინიუსთან" გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მართალია ის არაა პროკურორი, მაგრამ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში.

„ხაზარაძე იმდენად ბრიყვია, რომ პროკურორის ფუნქციაც არ იცის. პროკურორი არავის „აციმბირებს" და „ამოსკოვებს", მისნაირ თაღლითებს უმტკიცებს ბრალდებას. ჩარჩენილია საბჭოთა კავშირში. რაც შეეხება მისი მხრიდან „პოლიტიკური გზავნილის" ხსენებას, ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ დაგეგმილი აქვს პოლიტიკური რეპრესიები და ის ამ გზავნილით არაფრით არ განსხვავდება მავნებელი ნაცისგან, ის არის ნაცზე უარესი ნაცი, ანუ „ნაცის ნაცი" და ამიტომაც არანაირი შანსი არ ააქვს ხელისუფლებაში მოსვლის" - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×