რეზონანსი
16.02.2024

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ქუთაისში ორი ქვეითი ემსხვერპლა, ავტომობილების ერთმანეთთან შეჯიბრებამ გამოიწვია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტომობილების საჭესთან ახალგაზრდა ქალები ისხდნენ.  სისწრაფეში შეჯიბრების დროს, ერთ-ერთი მათგანი ქვეითებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე მძღოლმა ვერ დაამუხრუჭა და ისიც მათ დაეჯახა.

შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

mega tv

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×