რეზონანსი
16.02.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა ყოფილ დეპუტატ ეკა ბესელიას, გაასაჯაროოს მისი უცხოური დაფინანსებების წყაროები.

„მე ერთადერთ რამეს მოვუწოდებდი მედიას, დაინტერესდეს ქალბატონი ბესელიას უცხოური დაფინანსებით. პირადად მე ვერ ჩამოვყალიბდი, ის პოლიტიკოსია, თუ „ენჯეო“ს წარმომადგენელი. მას აქვს „ენჯეო“, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება და ამავე დროს ის არის პოლიტიკოსი. ეს არის აბსოლუტური ინტერესთა კონფლიქტი და შეუთავსებლობა. 

ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მას მოვუწოდებ, გაასაჯაროოს, საკუთარი უცხოური დაფინანსებები. ამის შემდეგ იმსჯელოს საზოგადოებამ, რომ როდესაც პოლიტიკოსი ფინანსდება უცხოეთიდან პირდაპირი წყაროებით, როგორ შეიძლება მას ჰქონდეს ის ნდობა ქართული საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×