რეზონანსი
19.02.2024

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 2 მარტს, 12:00-დან 18:00 საათამდე, UK Bridge-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024 გაიმართება.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ UK Bridge-ის პარტნიორ სკოლებსა და უნივერსიტეტებს. მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამის, ჩარიცხვის, პროცედურების, ფასების და სხვა შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც UK Bridge სთავაზობს მათ. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების საზაფხულო სკოლები მოზარდებისთვის, სკოლა-პანსიონები და უნივერსიტეტები. UK Bridge-ის წარმომადგენლები ადგილზე გაგიწევენ უფასო კონსულტაციას, თქვენი სურვილების გათვალისწინებით, შეგარჩევინებენ სკოლასა თუ უნივერსიტეტს. 

თიბისი კონცეპტში მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში და მოიგონ: 

3 თვიანი უფასო IELTS-ის კურსი UK Bridge ის ონლაინ სასწავლო ცენტრში 

3 თვიანი მოზარდის კურსი UK Bridge ის ონლაინ სასწავლო ცენტრში 

2 კვირიანი საზაფხულო კურსი დიდ ბრიტანეთში, მოზარდისთვის (11-14 წ) 

გათამაშებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 2 მარტის 12:00 საათამდე, შემდეგ ბმულზე.

გამოფენაზე მოსული თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის ვრცელდება 5-დან 10%-მდე ფასდაკლება მონაწილე სკოლების საზაფხულო კურსებზე.

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×