რეზონანსი
19.02.2024

ლეგენდარულ ქართველ მოჭიდავეს ლევან თედიაშვილს ხვალ დაკრძალავენ. სპორტის სასახლეში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი, 14:00 საათზე კი გამოსვენების ცერემონია გაიმართება.

ლევან თედიაშვილს საგარეჯოში დაკრძალავენ.

ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში 17 თებერვალს გარდაიცვალა.

ლევან თედიაშვილი იყო ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973), ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). ლევან თედიაშვილი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრი, ღირსების ორდენების კავალერი იყო. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×