რეზონანსი
19.02.2024

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თვლის, რომ შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებულ კანონპროექტის ირგვლივ მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიზანი ადამიანების ემოციებზე ზემოქმედებაა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყალბ ნარატივებს ავრცელებს, ოფიციალურ კომენტარებში მთავრობის ამ დადგენილებას ეთანხმებიან.

„როგორც კი დაინახეს, რომ კანონპროექტი დაინიცირდა, ახალი ეპოპეა დაიწყო. უნდათ ზეწოლა მოახდინონ იმაზე, რომ მათ შორის საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვები არ დაიწყოს და ავრცელებენ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. საბოლოო ჯამში რა შეიძლება ვიფიქროთ გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ არ სურთ, რომ პრობლემა, რომელიც ამ ქვეყანაში ქუჩაში გაგდებულ ძაღლებთან დაკავშირებით არსებობს, რაც არსებობს უკონტროლო გამრავლებასთან დაკავშირებით, ეს საკითხები მოგვარდეს. საკანონმდებლო ორგანოში განხილვის პროცესებს ახლა ვიწყებთ, ჯერ არცერთი კომიტეტის სხდომა არ ჩატარებულა, ამჟამად კვლავ დამუშავება მიმდინარეობს პირველი მოსმენისთვის. ხუთი კომიტეტი უნდა გაიაროს მანამდე, შესაბამისად ეს არის დამუშავების ქვეშ არსებული დოკუმენტი. ამ დოკუმენტს ისე აწოდებენ საზოგადოებას, თითქოს ცხოველების მასიურ ევთანაზიას ვიწყებთ, ვინც ვერ დარეგისტრირდება, პატრონს ძაღლი ჩამოერთმევა, ძაღლი მოკვდება. დეზინფორმაცია მიმართულია იქითკენ, რომ იმოქმედოს ადამიანის ემოციებზე. იმის გათვალისწინებით, რომ გამოკითხვის შედეგად 50%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე ძაღლის მეპატრონეა, ბუნებრივია, ცრუ ინფორმაციები, რაც ვრცელდება ევთანაზიაზე, ძაღლის ტრანსპორტირების აკრძალვაზე, აფთიაქის მეპატრონის დაჯარიმებაზე, თუ ის მიუსაფარ ცხოველს შეუშვებს შენობაში, გავრცელებული დეზინფორმაციები ადამიანის ემოციებზე მანიპულირების ნათელი მაგალითია", - აღნიშნა ბითაძემ „ქრონიკაში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×