რეზონანსი
19.02.2024

კოალიციურ მთავრობაზე შეიძლება ისაუბრონ პარტიებმა, მაგრამ როდესაც ამაზე საუბრობს ქვეყნის პრეზიდენტი, ჩემი აზრით, ეს ცოტა უხერხულია, იმიტომ რომ ეს ყველანაირ სამართლებრივ პრინციპს აცდენილია, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახი კახიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა. მისი თქმით, კოალიციური მთავრობა არ არის გამოსავალი, რადგან პოლიტიკური დაპირისპირება პარლამენტიდან მინისტრთან კაბინეტში გადაინაცვლებს.

„მანამ, სანამ იარსებებს ცილისწამება, დაბრალება, უაზრო შეურაცხყოფები, კოალიციური მთავრობა კი არა, ყველაფერი რომ კოალიციური იყოს, ეს ტემპერატურა არ დაიწევს. რა კოალიციური მთავრობა დააწყნარებს იმას, ვიღაც რომ გაგლანძღავს, შეგაგინებს, ცილს გწამებს და მერე გამოხვალ და ამას პასუხს სცემ? შეხედეთ, სოციალურ ქსელებში რა ხდება. ჩვენ თვითონ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ წითელი ხაზები უნდა დავაწესოთ - რის გაკეთება შეიძლება და რისი გაკეთება არ შეიძლება პოლიტიკური მიზნების გამო. აი ეს არის ცივილური ურთიერთობებისთვის საჭირო წამალი, - განაცხადა კახიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×