რეზონანსი
19.02.2024

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზიდან მაქსიმალური ეფექტურობის მისაღებად განახლების სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, უნდა განვითარდეს ქვეყნების პოტენციალი ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში იმ პერიოდში, როდესაც კრიტიკული გამოწვევებია.

ერდოღანის განცხადებით, „ტანაპის" (ტრანსანატოლიური მილსადენი) სიმძლავრის გაზრდა და კასპიის ბუნებრივი აირის თურქეთსა და ევროპაში გატანა ქვეყნების პრიორიტეტებს შორისაა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამშვიდობო პროცესზე და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მუდმივი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის იმედის ახალი წყარო იქნება.

„ჩვენ ამ პროცესში აზერბაიჯანთან ერთად ვმოქმედებთ. ყარაბაღის ოკუპაციის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონში მუდმივი მშვიდობისთვის იხსნება შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობების ფანჯარა არ დაიხუროს. მიმაჩნია, რომ სომხეთმა უნდა შეაფასოს ეს პროცესი სტრატეგიული პერსპექტივით, გრძელვადიანი აზროვნებით", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×