რეზონანსი
19.02.2024

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც ტრადიციულად, იმართება ხოლმე ყოველი სასესიო კვირის ორშაბათ დღეს, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პირველი ეხებოდა უმრავლესობის ლიდერის არჩევას და ამ პოზიციაზე მას დაუჭირეს მხარი.

„უმრავლესობა ვიცე-სპიკერის ვაკანტურ პოზიციაზე, რომელიც ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ გათავისუფლდა, პარლამენტს ასარჩევად ნინო წილოსანს წარუდგენს. ასევე, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" ერთხმად დაუჭირა მხარი ფრაქციის თავმჯდომარედ ანუ როდესაც მე უმრავლესობის ლიდერად ამირჩიეს, ამის შემდეგ მოხდა ეს კენჭისყრა, რატი იონათამიშვილს. ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულ იქნა გიორგი ცაგარეიშვილი. მას შემდეგ, რაც ნინო წილოსანი არჩეული იქნება პარლამენტის მიერ ვიცე-სპიკერად, თავისუფლდება მისი ადგილი, ანუ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი და აქ წარვადგენთ მის პირველ მოადგილეს, გელა სამხარაულს, ხოლო აგრარული კომიტეტის პირველი მოადგილის პოზიციაზე ირაკლი-დაჩი ბერაიას. ეს საკადრო გადაწყვეტილებები იქნა დღეს მიღებული. ზოგი მათგანი უკვე შევიდა ძალაში, რაც შეეძლო უმრავლესობას და ფრაქცია „ქართულ ოცნებას" გადაეწყვიტა, ხოლო პარლამენტის მიერ გადასაწყვეტ საკითხებზე ჩვენ შესაბამის თანამდებობებზე წარვადგენთ ჩვენს კოლეგებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×