რეზონანსი
19.02.2024

ივანიშვილის პარტია ქუთაისელებს დაჰპირდა, რომ აქ აშენდებოდა ელექტრომობილების ქარხანა, თუმცა იქ პირუტყვის მეტი­ არაფერი გვინახავს, ადგილიდან ღობეც კი წაიღეს. იდეის წარსადგენად, ლაზერებზე, რობოტებსა და პრეზენტაციაზე 1 მილიონი ლარი დახარჯეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ქუთაისში ელექტრომანქანების ქარხნის აშენება „ოცნების" მორიგი ცრუ დაპირება აღმოჩნდა.

„ივანიშვილის პარტია ქუთაისელებს დაჰპირდა, რომ აქ აშენდებოდა ელექტრომობილების ქარხანა, თუმცა იქ პირუტყვის მეტი არაფერი გვინახავს, ადგილიდან ღობეც კი წაიღეს. იდეის წარსადგენად, ლაზერებზე, რობოტებსა და პრეზენტაციაზე 1 მილიონი ლარი დახარჯეს.

კალაძე გამოვიდა, სმარტფონში ექნება აპლიკაცია ყველა მოქალაქესო. აეროდრომის ტერიტორიაზე ჰქონდათ ეს პრეზენტაცია და თქვეს, მოქალაქეებს მივცემთ სმარტფონებს, ელექტრო მანქანებს ასე გამოიძახებენ და ჩვენთან წარმოებული ელექტრომანქანა მივა მათთანო. ამოვიღეთ ვიდეოკადრები. ორი პრეზენტაცია ჰქონდათ. თითო პრეზენტაცია ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდათ. რაიმე გვინახავს აეროდრომის ტერიტორიაზე? დაცინვაა ამათი მიდგომა, ტყუილი, ტყუილი და ტყუილი, დავამთავროთ ეს და მივხედოთ საქმეს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×