რეზონანსი
19.02.2024

ამ დღეებში ჩემი საკითხი ევროპულ დედაქალაქებსა და მიუნხენში რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრაზე განიხილეს. ეს არა მხოლოდ ჩემთვის კეთდება, არამედ საქართველოსთვისა და უკრაინისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ „ფეისბუქ" გვერდზე წერს.

მისი თქმით, მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ მისი გათავისუფლებისკენ საჯაროდ მოუწოდა.

„მიუნხენის კონფერენციაზე, ევროპაში საქართველოს მთავარი მოკავშირის - პოლონეთის ახალმა საგარეო მინისტრმა, ჩემი გათავისუფლებისკენ საჯაროდ მოუწოდა. იგივე გააკეთა მის საჯარო გამოსვლაში უკრაინის საგარეო მინისტრმა დმიტრი კულებამ.

ამის გარდა, ამ დღეებში ჩემი საკითხი ევროპულ დედაქალაქებსა და მიუნხენში რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრაზე განიხილეს. ეს არა მხოლოდ ჩემთვის კეთდება, არამედ საქართველოსთვისა და უკრაინისთვის. დიდი მადლობა ყველას, ისევე როგორც მადლიერი ვარ სოფო ჯაფარიძისა და სხვა ორგანიზატორების აქტიურობის ხელმოწერების შეგროვების საქმეში და მადლობელი ვარ თითოეული ქართველის, ვინც ხელს აწერს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნას",- წერს სააკაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×