რეზონანსი
27.02.2024

ლენჯიხის მერიის ორი თანამშრომლის დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა კომენტარი გააკეთა. დეპუტატის თქმით, ამ ვითარებაში, როდესაც მერი საკითხზე განმარტებას არ აკეთებს, ეს საზოგადოებისადმი მის უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

„მცირე თანამშრომლების კონტინგენტში, როდესაც ორი თანამშრომლის დაკავება ძალიან მძიმე ბრალდებით ხდება და მერი, რომელიც ამ ყველაფერზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ პასუხისმგებელი პირია და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან არ აკეთებს განმარტებას, ეს მიგვანიშნებს ორ რამეზე - მენეჯმენტი სრულად არის მოშლილი და მეორეს მხრივ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბატონ ხარჩილავას თავის საზოგადოებასთან, ამომრჩეველთან არ აქვს პასუხისმგებლობა", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დაკავებულ, წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელს ბრალს დაახლოებით ერთ საათში წარუდგენენ. მათ ბრალად ედებათ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღება. საუბარია მიწის ნაკვეთზე, რომელიც მათ აუქციონზე უნდა გამოეტანათ, ამის სანაცვლოდ კი მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვეს 20 000 ლარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×