რეზონანსი
27.02.2024

რუსთავში სავარაუდოდ 40 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. "ინფო რუსთავი" ცნობით, მკვლელობა ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე მოხდა და ამ წუთებში ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, კაცს ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული  ჭრილობა. 

უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ადგილობრივებმა იპოვეს და სასწრაფო გამოიძახეს, მათივე ინფორმაციით, მოკლული ადგილობრივი არაა. როგორც ისინი ამბობენ რაიმე დაპირისპირების, ჩხუბის და სროლის ხმა არ გაუგიათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×