რეზონანსი
27.02.2024

ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, რომ ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად არიან როგორც პოლიტიკოსები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეში, ასეთი ადამიანები არ განეკუთვნებიან არც სამოქალაქო ორგანიზაციებს და არც პოლიტიკოსებს - ისინი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ და ცდილობენ, საქართველოს წინააღმდეგ იბრძოლონ.

„ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, რომ ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად არიან როგორც პოლიტიკოსები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სინამდვილეში, ისინი არც პოლიტიკოსები არიან და არც რომელიმე სამოქალაქო ორგანიზაციას წარმოადგენენ. ისინი არიან კონკრეტული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის" წვერები, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოლონ და ჩვენს ქვეყანას მტრობა გამოუცხადონ", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×