რეზონანსი
27.02.2024

ევროპარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საუბრები პარლამენტარებთან იყო მეგობრული, საქმიანი, შეცვლილია რიტორიკა და ქართული მხარე აპირებს, ევროპარლამენტის მოქმედ და მომავალ შემადგენლობასთან, რომელიც არჩევნების შემდეგ დაკომპლექტდება, აქტიური მუშაობა გააგრძელოს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გაამხილა როგორ წარიმართა შეხვედრები ბრიუსელში.

„შეცვლილი დამოკიდებულება ნამდვილად იგრძნობა, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას ესაუბრებიან. რა თქმა უნდა, პერსპექტივაც და მოლოდინიც განსხვავებულია ჩვენგან. განსხვავებულია თანამშრომლობის პრიორიტეტებიც. აქედან გამომდინარე, ბევრად უფრო საქმიანია ეს დისკუსია, როდესაც საკითხი შეეხება იმას თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი.

ბევრი მხარდამჭერი გზავნილი მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიდეს ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში. რამდენიმე კოლეგის მხრიდან მოვისმინეთ თხოვნაც კი, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს პროგრესის თაობაზე, რომ რეფორმები და წარმატება, რაც ქვეყანას აქვს, უფრო მეტად იყოს წარმოჩენილი, რომ გამოჩნდეს, სად დგას რეალურად საქართველო, რას იმსახურებს", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×