რეზონანსი
27.02.2024

მოსკოვში ალექსეი ნავალნის ადვოკატი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები SOTA და "ნოვაია გაზეტა ევროპა" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ადვოკატის, ვასილი დუბკოვის დაკავების მიზეზი "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაა."

დუბკოვი თან ახლა გარდაცვლილი პოლიტიკოსის დედას, ლიუდმილა ნავალნაიას სალეხარდში ვიზიტის დროს, სადაც ციხეში გარდაცვალების შემდეგ ნავალნის ცხედარი გადაასვენეს.

წყაროების ინფორმაციით, დუბკოვი მოსკოვის შჩერბინკას პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×