რეზონანსი
27.02.2024

ცოტა ხნის წინ მარნეული შესასვლელში სროლა იყო. მოძრავი ავტომობილიდან 39 წლის კაცის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს.

არსებული ინფორმაციით, სროლა მხარეებს შორის წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

კაცი მსუბუქადაა დაჭრილი და ის, მომხდარიდან მალევე, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"2-3 საათის წინ შემოვიდა 39 წლის მამაკაცი, რომელმაც, თავის გადმოცემით, ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო. თუმცა, შემოსვლისას, გასინჯვით არანაირი ჭრილობა არ აღენიშნებოდა. ერთადერთი, ჰქონდა მარცხენა მტევნის ზედაპირზე ზედაპირული ნაკაწრები, ანუ ზედაპირული დაზიანება. სხვა ისეთი, კლინიკაში დასაწვენი პრობლემები არ ჰქონია, ამიტომაც გაეწერა ჩვენი საავადმყოფოდან", - ამბობს მარნეულის "ავერსის" ექიმი ალი ალიევი.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×