რეზონანსი
27.02.2024

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კომენტარი განმარტა და განაცხადა, რომ საფრანგეთს შეუძლია უკრაინაში ჯარების გაგზავნა კონკრეტული საჭიროებისთვის, მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

26 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.

"ჩვენ უნდა განვიხილოთ ახალი ქმედებები უკრაინის მხარდასაჭერად, რამაც უნდა უპასუხონ ძალიან კონკრეტულ საჭიროებებს, როგორიცაა განაღმვა, კიბერთავდაცვა, უკრაინის ტერიტორიაზე იარაღის წარმოება", - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

"ზოგიერთი ქმედება შეიძლება მოითხოვდეს ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე, ბრძოლის ბარიერის გადალახვის გარეშე. არაფერი არ უნდა იყოს გამორიცხული. ეს იყო და არის დღესაც რესპუბლიკის პრეზიდენტის პოზიცია", - დასძინა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×