რეზონანსი
28.02.2024

ოპოზიცია დღეს წარმოადგენს დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას" - რაც არ უნდა გადაჯგუფება მოახდინონ, ეს ოპოზიცია მაინც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის იმედად დარჩენილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს რა კონფიგურაციაც არ უნდა შესთავაზოს, ეს რეალურად, ქართული პოლიტიკისთვის სიახლეს არ წარმოადგენს.

„ოპოზიცია დღეს წარმოადგენს დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას". ახლა ამ არჩევნების წინ, რა თქმა უნდა, მათ აქვთ სურვილი, რომ რაღაცა ფორმა, კონფიგურაცია მიიღონ, რომ არჩევნებზე რაღაცა წარმატების შანსი მაინც ჰქონდეთ 5%-იანი ბარიერის გადალახვისა. გამომდინარე აქედან, რაც არ უნდა გადაჯგუფება მოახდინონ, ეს ოპოზიცია მაინც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის იმედად დარჩენილი ოპოზიცია - ერთად იქნებიან, სხვადასხვა კონფიგურაციას მიიღებენ, თუ არა. ვფიქრობ, რომ არანაირი ფორმატი, რა ფორმატშიც არ უნდა დალაგდეს „ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთთან, ეს მნიშვნელოვნად და რეალურად სიახლეს ქართული პოლიტიკისთვის არ წარმოადგენს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×