რეზონანსი
14.03.2024

მე ველოდი ამ აღიარებას და კარგია რომ გაკეთდა. დარწმუნებული ვარ მომავალშიც იქნება, რადგანაც მხარდამჭერი ძალაც და მაცოცხლებელი წყაროც მათთვის ბრიუსელსა და ვაშინგტონშია და არა საქართველოში, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის თქმითაც, ოპოზიციის გაერთიანების მთავარი მიზანი არის "ბრიუსელს დავანახოთ, რომ არსებობს ალტერნატიული ძალა....".

„SOS! დიდი აღიარება ოპოზიციის მხრიდან!. დღეს ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პირდაპირ ეთერში პირდაპირ აღიარა, რომ თურმე ოპოზიციის გაერთიანების მთავარი მიზანი ის ყოფილა, რომ ვციტირებ "ბრიუსელს დავანახოთ რომ არსებობს ალტერნატიული ძალა...."

ანუ, მათთვის მთავარია, რომ ამ არჩევნებზე ბრიუსელმა, და ვაშინგტონმა დაუჭირონ მხარი და თუ ეს მოხდება, რომ იტყვიან თავი ქუდში ექნებათ. დანარჩენს იმედია ხვდებით. მე ველოდი ამ აღიარებას და კარგია რომ გაკეთდა. დარწმუნებული ვარ მომავალშიც იქნება, რადგანაც მხარდამჭერი ძალაც და მაცოცხლებელი წყაროც მათთვის ბრიუსელსა და ვაშინგტონშია და არა საქართველოში", - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×