რეზონანსი
14.03.2024

ბუნდესტაგმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გაგზავნას მხარი კვლავ არ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატის 690-მა დეპუტატმა მიიღო, რომელთაგან უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას მხარი 190-მა დაუჭირა, წინააღმდეგი 495 იყო, ხოლო 5-მა თავი შეიკავა.

უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის ინიციატივა ბუნდესტაგში ოპოზიციურმა პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" წამოაყენა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატებმა" ინიციატივის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავეს, მმართველი კოალიციის, განსაკუთრებით მწვანეებისა და თავისუფალი დემოკრატების რამდენიმე დეპუტატმა ინიციატივას მხარი დაუჭირა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×