რეზონანსი
14.03.2024

სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებულები არიან, რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო და ამის შემდეგ, რა არის ამაში გამოსაძიებელი, არ ვიცი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამით მან უპასუხა შეკითხვას, 2008 წლის ომთან დაკავშირებული დეტალების გამოძიება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ევროსაბჭოს რეზოლუციას თავად მოაწერა ხელი, სადაც საუბარია, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" ევროსაბჭოს რეზოლუციას მოაწერა ხელი, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო. თავად სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მაშინ ომი სააკაშვილმა დაიწყო. ერთადერთი, ვინც ამ თემაზე არ საუბრობს, „ქართული ოცნებაა". სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებულები არიან, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო და ამის შემდეგ, რა არის ამაში გამოსაძიებელი, არ ვიცი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×