რეზონანსი
14.03.2024

რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და თვისებები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ, ორიოდე კვირის წინ. დღეს უკვე ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ წინ წაწიოს ეს პროცესი. მათ შორის, იგულისხმება ვითარების მოწესრიგება თვითონ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, იმის დალაგება რაც იყო დაწყებული, ვგულისხმობ რეორგანიზაციის პროცესს. უნდა აშენდეს ახალი კლინიკა, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და თვისებები",- აღნიშნა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×